1 4 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ჩეხ ტურისტთან კონტაქტში მყოფი 30 პირი უკვე იზოლირებულია და დამატებითი კონტაქტების შესწავლა მიმდინარეობს"

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჩეხ ტურისტს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის მადლობას უხდის.

„მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩეხეთში მოქალაქეს მისი ძალიან მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, ვინაიდან მან არ დამალა, ღიად დარეკა და დააფიქსირა, ასევე ფოტო-მასალით სრულად აღწერა ის მარშრუტი, რომელ მარშრუტზეც იმყოფებოდა სიმპტომების გამოვლენეის შემდეგ. ეს მნიშვნელოვანად დაეხმარა ჩვენს ოპერატიულ სამსახურს,რათა გუშინვე მოეხდინათ ყველა იმ პირის იზოლირება, რომლებიც ამ ადამიანთან იმყოფებოდნენ კონტაქტზე“ ,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე იზოლირებულია ჩეხ ტურისტთან კონტაქტში მყოფი 30 პიროვნება და მიმდინაროებს დამატებითი კონტაქტების შესწავლა, რათა სიმპტომების გამოვლენამდე ყველა ეს პირი იზოლაციაში მოთავსდეს.

„კახეთში ის არ იმყოფებოდა, ამას არ ადასტურებს. ის იმყოფებოდა გუდაურში, მოწოდებული აქვს როგორც მანქანების ნომრები, რომლებითაც ის გადაადგილდებოდა, ასევე ყველა იმ ლოკაციის მისამართია, სადაც დრო გაატარა“ ,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები