მსოფლიო
პრემიერის გადაწყვეტილებით რესტორნები და კაფე-ბარები დაიხურება
2020-03-16 13:28:53
მთავრობამ შესაძლოა, საქართველოში რესტორნებისა და კაფე-ბარების დახურვის გადაწყვეტილება მიიღოს. შესაბამისი საკითხი კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დააყენა.
„დღეს ჩვენ ერთმნიშვნელოვნად უნდა ვიმსჯელოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება კაფის, რესტორნის, ბარების დახურვასთან დაკავშირებით. სხვანაირად გაგვიჭირდება მართვა. ფინანსთა სამინისტრომ ამაზე უნდა იმუშაოს, რანაირად შგევიძლია ამ ეფექტის შერბილება“, - მიმართა პრემიერმა საბჭოს.
კომენტარები