საზოგადოება
კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი, რომელიც გამოჯანმრთელდა, კლინიკას სავარაუდოდ დღეს დატოვებს
2020-03-16 11:57:39
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი, რომელიც სრულად გამოჯანმრთელდა, კლინიკას სავარაუდოდ, დღეს დატოვებს.
მისივე განმარტებით, გამოჯანმრთელებული პაციენტი ერთი კვირა თვითიზოლაციაში იქნება.
„გამოჯანმრთელებული პაციენტი, ალბათ, დღეს დატოვებს საავადმყოფოს. კიდევ ერთხელ შეფასდება არსებული სიტუაცია და დღის განმავლობაში მიიღება გადაწყვეტილება. ეს პაციენტი, კლინიკის დატოვების შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, აუცილებლად თვითიზოლაციაში გადავა“, - აცხადებს მარინა ეზუგბაია.
შეგახსენებთ, რომ 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოვიდა და რომელიც პირველია, ვისაც ქვეყანაში კორონავირუსი დაუდასტურდა, სრულად გამოჯანმრთელდა. მას ტესტი ორჯერ ჩაუტარდა და ორივე შემთხვევაში ტესტმა ინფექციაზე უარყოფითი პასუხი აჩვენა, რაც ნიშნავს, რომ ის კორონავირუსის მატარებელი აღარაა.
კომენტარები