1 4 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

იუსტიციის სახლში მომსახურების სივრცის მაგიდებზე მინის დამცავი ბარიერების მონტაჟი დაიწყო

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, იუსტიციის სახლმა მომსახურების სივრცის მაგიდებზე მინის დამცავი ბარიერების მონტაჟი დაიწყო.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი სამუშაოები იუსტიციის სახლში შაბათ-კვირას მიმდინარეობდა და ბარიერების მონტაჟი უკვე დასრულებულია უცხოენოვანი მომხმარებლის მომსახურებისთვის განკუთვნილ და საკონსულტაციო სივრცეებში, ჯამში 180 მაგიდაზე. დღეისთვის კი, მონტაჟი მთლიანად დასრულდება ხანგრძლივი სივრცის მომსახურების მაგიდებზე. ჯამში, თბილისის იუსტიციის სახლში მინის დამცავი ბარიერი 328 მაგიდაზე დამონტაჟდება. მომსახურების პროცესში ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ბარიერის შექმნა წარმოადგენს რეკომენდირებულ პრევენციულ ზომას.

ამასთანავე, მომხმარებელსა და ოპერატორს შორის დისტანციის გაზრდის მიზნით, ყველა მაგიდა კლავიატურის დაგრძელებული სადგამით აღიჭურვება, რაც სრულად უზრუნველყოფს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ერთმეტრიან დისტანციას.

რაც შეეხება სწრაფი მომსახურების სივრცეს, რომელსაც მომხმარებელი მზა დოკუმენტის გასატანად მიმართავდა, 13 მარტს გამოქვეყნებული შეზღუდვების თანახმად, დროებით გაუქმებულია და მზა დოკუმენტების გატანა თბილისის იუსტიციის სახლის მომხმარებელს მხოლოდ „ჯასთ დრაივის“ სარკმელებიდან შეეძლება, რომელიც იუსტიციის სახლის შენობის მარცხენა ფლიგელზე, ავტოსადგომის მხარეს მდებარეობს.

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღინისძიებების გატარება იუსტიციის სახლმა 2 მარტს დაიწყო. ამ დრომდე რეგულარულად ხორციელდება მომსახურების დარბაზებისა და სამუშაო ოთახების სპეციალური ხსნარებით დეზინფექცია, დღეში რამდენჯერმე ხორციელდება სამუშაო ზედაპირების, კარის სახელურების, თვითმოსახურების სივრცეში არსებული ფოტოჯიხურებისა და მომხმარებელთა მოსაცდელი სივრცეების ანტიბაქტერიული ხსნარებით დამუშვება. ამასთან, იუსტიციის სახლის ცენტრალურ შემოსასვლელთან, ასევე მომხმარებელთათვის თვალსაჩინო ადგილას – სალაროებისა და საკონსულტაციო სივრცის მიმდებარე ტერიტორიებზე მოწყობილია ხელის სადეზინფექციო კუთხეები. წინა ხაზის თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილია პირბადით, ხელთათმანითა და ხელის სადეზინფექციო ხსნარით.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 14 მარტიდან იუსტიციის სახლი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა, რომლის თანახმადაც, ორი კვირის განმავლობაში შაბათსაა და კვირას არ იმუშავებს იუსტიციის სახლის არც ერთი ფილიალი. ასევე, დღეიდან, 16 მარტიდან, თბილისის იუსტიციის სახლში, მოქალაქეებს მზა დოკუმენტის გატანა მხოლოდ „ჯასთ დრაივის“ სარკმელებიდან შეუძლიათ. ასევე, დღეიდან, მუშაობა ერთი კვირით შეაჩერა გლდანის საზოგადოებრივმა ცენტრმა. იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში დროებით გაუქმებულია ბავშვთა სივრცეები. მუშაობა შეწყვიტა თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლებში მდებარე ჯასთ-კაფეებმა და იუსტიციის სახლის ფილიალებში განთავსებულმა ცე ჰეპატიტის სკრინინგის სივრცეებმა.

პირველ აპრილამდე დისტანციურ რეჟიმზე იმუშავებს იუსტიციის სახლის ადმინისტრაციული ნაწილი ე.წ. ბექ-ოფისიც. საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის ადმინისტრაციის 108 თანამშრომლიდან დისტანციურად იმუშავებს 55 პირი. რაც შეეხება წინა ხაზის თანამშრომლებს, მათი სამუშაო განრიგი შეიცვალა, ხოლო სამუშაო საათების რაოდენობა შემცირდა.

„აღნიშნული ღონისძიებები, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების ფარგლებში ხორციელდება.

იუსტიციის სახლი მოგიწოდებთ, დაიცვათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და  საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...