საზოგადოება
"პურის შეფუთვის გარეშე გასაღება ვირუსის გავრცელების რისკებს საგრძნობლად ზრდის "
2020-03-13 15:17:13
საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე პურთან დაკავშირებულ რისკებზე საუბრობს, მადონა კოიძის განცხადებით, პურის შეფუთვის გარეშე გასაღება ვირუსის გავრცელების რისკებს საგრძნობლად ზრდის და მოუწოდებს სახელმწიფოსა და ბიზნეს სექტორს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ პურის რეალიზებასთან დაკავშირებით.
"არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პური შეფუთვის გარეშე იყიდებოდეს. მომხმარებელი ეხებოდეს ხელით და მეორე ყიდულობდეს. პურის გარეცხვა არის შეუძლებელი, ერთადერთი რისკფაქტორი არის ტრადიციული ლავაში. ამაზე უნდა იზრუნოს როგორც სახელმწიფომ, ასევე ბიზნესმაც უნდა გაანალიზოს რისკები,"- განაცხადა მადონა კოიძემ.
კომენტარები