მსოფლიო
მეცნიერების დასკვნა: კორონავირუსი შესაძლოა 37 დღის განმავლობაში იყოს გადამდები
2020-03-13 10:36:53
ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს სასუნთქ ტრაქტში პათოგენი 37 დღის განმავლობაში უნარჩუნდებათ.
აღნიშნულს ცხადყოფს ჩინელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევა.
ჩინელმა ექიმებმა აღმოაჩინეს ვირუსის რიბონუკლეინის მჟავა რესპირატორულ სინჯებში, რომელიც აღებული იყო განკურნებული პაციენტებისგან ინფიცირებიდან 20 დღეში.
ჩინეთის სამედიცინო მეცნიერების აკადემიის წევრი ფეი ჩჟოუ ამბობს, რომ კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებს დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის იზოლირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და ანტივირუსული მკურნალობის ხანგრძლივობისთვის.
ამჟამად, იზოლაციის რეკომენდებული პერიოდი 14 დღეს შეადგენს. თუმცა, თუ ადამიანები სიმპტომების გაქრობის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში გადამდები არიან, მათ შესაძლოა უნებლიედ გაავრცელონ პათოგენი კარანტინიდან დაბრუნების შემდეგ.
შედარებისთვის, მწვავე რესპირატორული სინდრომის მქონე პაციენტთა მხოლოდ მესამედს ჰქონდა ვირუსი რესპირატორულ ტრაქტში ოთხი კვირის გასვლის შემდეგ, – ამის შესახებ ჩინელმა მეცნიერებმა განაცხადეს. მათ შეისწავლეს კორონავირუსით ინფიცირებული 191 პაციენტის სამედიცინო ჩანაწერები და ლაბორატორიული მონაცემები.
კომენტარები