მსოფლიო
ამირან გამყრელიძე: არავის ვაშინებ, მაგრამ მოსალოდნელია შემთხვევების სერიოზული ზრდა
2020-03-12 15:20:45
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა არის მოსალოდნელი. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ინფექციასთან ბრძოლაში კერძო სექტორის ჩართულობა.
„არავის ვაშინებ, მაგრამ მოსალოდნელია შემთხვევების სერიოზული ზრდა. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ ყველანაირად. მზად უნდა იყოს სახელმწიფო, მზად უნდა იყოს ჯანდაცვის სექტორი, მზად უნდა იყოს კერძო სექტორი. დღეს საქართველოში ჰოსპიტალების 90% არის კერძო. მე მოვუწოდებთ მათ მფლობელებს და მმართველებს, რომ ამ დროს მთავარია სოლიდარობა, ე.წ. საზოგადოებრივ-კერძო ურთიერთბები. „მე კერძო ვარ და არ მივიღებ ავადმყოფს“ - მიუღებელია ასეთი მიდგომა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
კომენტარები