პოლიტიკა
„ნუ მობრძანდებით იუსტიციის სახლებში…“ – თეა წულუკიანი მოსახლეობას აფრთხილებს
2020-03-12 13:31:52
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს:
„ მოგიწოდებთ ყველას. თუ არ არსებობს გარდაუვალი აუცილებლობა (მაგ. ახალშობილის დაბადების მოწმობა გაქვთ ასაღები, ან გარდაცვალების მოწმობაა გასაცემი, ან კიდევ პირადობის მოწმობას ამ დღეებში ეწურება ვადა და მის გარეშე ვერ შეძლებთ პენსიის აღებას და ამგვარი სხვა გარდაუვალი საჭიროებები…), ნუ მობრძანდებით იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, რეესტრების ტერიტორიულ სამსახურებში, და სერვისის მიღება გადადეთ 2-3 კვირით, სხვა, უფრო უსაფრთხო პერიოდისთვის.
გიხდით მადლობას და გისურვებთ ჯანმრთელობას!“
კომენტარები