საზოგადოება
“პირველად იქნება ისტორიაში შემთხვევა, როდესაც პანდემია სწრაფად დამარცხდება” – ამირან გამყრელიძე
2020-03-11 23:57:44
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის გამყრელიძე მოუწოდებს მოქალაქეებს რომ სოლიდარობა და დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინონ.
“ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს ინფექცია ოდნავ რთულია,ვიდრე გრიპი და გრიპის ვირუსით გამოწვეული ინფექცია, მაგრამ ის დაძლევადია. ნამდვილად დაძლევადია. იგივე ტედ როსი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ამბობს, რომ ალბათ, პირველად იქნება ისტორიაში შემთხვევა, როდესაც პანდემია სწრაფად დამარცხდება. ყველაზე დიდი პანდემიები, რაც ყოფილა მედიცინის ისტორიაში, მაგალითად გრიპის პანდემია, რომელმაც 5 მილიონი ადამიანი შეიწირა, 5 წელიწადი გაგრძელდა”- განაცხადა გამყრელიძემ.
კომენტარები