საზოგადოება
“იმედია, არ წავა უფრო მძიმედ”- როგორია კორონავირუსით დაავადებული 12 წლის ბავშვის მდგომარეობა?
2020-03-11 23:49:17
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 12 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მსუბუქია.
„ბავშვის მდგომარეობა ჯერჯერობით მსუბუქია. საბედნიეროდ, ბავშვებში დაავადება უფრო მსუბუქად ვითარდება ვიდრე მოზრდილებში. იმედია რომ საქართველო არ იქნება გამონაკლისი და ამ ბავშვთან დაავადება არ წავა უფრო მძიმედ, ვიდრე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში,“ – აცხადებს ეზუგბაია.
კომენტარები