საზოგადოება
12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
2020-03-11 23:47:47
ვერძი
სავარაუდოდ, მამაკაცებს ელით რომანტიკული პაემანი, რომელიც უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებს პატარა დღესასწაული მოუწყოთ, თუმცა ერიდეთ საკვებისა და სპირტიანი სასმელების ჭარბ მიღებას. ბოლო დღეების გადაუჭრელმა პრობლემებმა შეიძლება თავი შეგახსენოთ. ბავშვებთან ურთიერთობა სიამოვნებას მოგანიჭებთ.
კურო
კუროების სასიცოცხლო პოტენციალი იზრდება, რაც საკუთარი იდეების განხორციელების საშუალებას მოგცემთ. ხელსაყრელი დღეა დასახული მიზნის მიღწევისთვის, შემოქმედებითი და სამეცნიერო მუშაობისთვის. ეცადეთ, დღის პირველი ნახევარი ბუნებაში, მეგობრების წრეში გაატაროთ. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა, რომელიც თავდაჯერებას შეგმატებთ.
ტყუპები
ბიზნესმენი ტყუპებისთვის წარმატებული დღეა. ხელსაყრელია სავაჭრო და კომერციული ოპერაციები. სავარაუდოდ, მგზავრობა და საინტერესო ნაცნობობა გელით. გამორიცხული არ არის ახალი რომანი ან ძველი სიყვარულის განახლება. მზად იყავით იმისთვის, რომ ოჯახის უფროს წევრებთან ურთიერთიბა განწყობას გაგიფუჭებთ. სრულფასოვანი დასვენება და ძილი მხნეობას და ოპტიმიზმს დაგიბრუნებთ.
კირჩხიბი
ეს დღე მოწყალებას და დახმარებას უკავშირდება. შესაძლოა, თქვენს დახმარებას კოლეგები, მეგობრები და ახლობელი ადამიანები ელიან. თუ უძილობამ შეგაწუხათ, ეცადეთ, ძილის წინ, სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ და თბილი აბაზანა მიიღოთ.
ლომი
ახალ საქმეს ისეთი ენთუზიაზმით დაიწყებთ, რომ ბევრს გაუჩნდება სურვილი, დახმარება შემოგთავაზოთ. თქვენი საოცარი ინტუიციით კარგად ხვდებით, ვის ენდოთ და ვისგან დისტანცირდეთ. ზოგადად კარგი დღეა სიახლეებისთვის. ნებისმიერი წამოწყება წარმატებას მოგიტანთ. ერიდეთ ცხიმიან საკვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
ქალწული
ხელსაყრელი დღეა კომერციული ოპერაციებისთვის, შეძენისთვის და სარისკო საქმეებისთვის. ქალებს საინტერესო ნაცნობობა ელით. გამორიცხული არ არის ახალი რომანი ან ძველი რომანის განახლება. შესაძლოა, ძველმა ვალებმა ან დავიწყებულმა ვალდებულებებმა თავი შეგახსენოთ.
სასწორი
ეს დღე უამრავ უსიამოვნებას გიქადით. თავს გადაღლილად გრძნობთ და სრულფასოვანი დასვენება გჭირდებათ. პირად ცხოვრებაში გადაჭარბებულმა ემოციურობამ შეიძლება კონფლიქტები გამოიწვიოს. ეცადეთ, პოზიტიურად განეწყოთ და სასიამოვნო თემებზე იფიქროთ.
მორიელი
ეს დღე ზარალს და დანაკარგს უკავშირდება. ფინანსური მდგომარეობა შეიძლება, თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გაუარესდეს. უახლოეს ხანებში ეცადეთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ და ვალის აღებას მოერიდოთ.
მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა სავაჭრო ოპერაციებისთვის. მოსალოდნელია შორეული მგზავრობა და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა. შესაძლოა, დაუსრულებელმა საქმეებმა და ბოლო დღეების პრობლემებმა თავი შეგახსენოთ.
თხის რქა
ვარსკვლავები თხის რქა მამაკაცებს ურჩევენ, თავი შეიკავონ ფიზიკური დატვირთვისა და კოლექტიური ღონისძიებებისგან. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, თავი შეუძლოდ იგრძნოთ. ერიდეთ ხორციან და ცხარე კერძებს და, რაც მთავარია, სპირტიან სასმელებს. ქალებს საინტერესო შეხვედრა ელით.
მერწყული
პროვოკაციების დღეა. ერიდეთ ქუჩაში კონფლიქტურ სიტუაციებს და ხალხის თავშეყრის ადგილებს. ეცადეთ, შექმნილი სიტუაცია მშვიდად შეაფასოთ. დაძაბულობის განმუხტვაში მხოლოდ ეს დაგეხმარებათ.
თევზები
აქტიური პროფესიული საქმიანობისთვის ხელსაყრელი დღეა. თქვენი შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა კოლეგების გაოცებას იწვევს. დღის მეორე ნახევარში პირად ცხოვრებაში მოულოდნელი შეხვედრები გელით. მათ შორის - სასიამოვნო და არც ისე. ნუ ინერვიულებთ. ამჟამად თქვენ ნებისმიერ პრობლემას დაძლევთ.
კომენტარები