მსოფლიო
საპატრიარქო მზად არის კორონავირუსთან დაკავშირებით ყველა რეკომენდაცია შეასრულოს
2020-03-11 15:37:50
საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ მზად არის, კორონავირუსთან დაკავშირებით ყველა რეკომენდაცია შეასრულოს. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს.
„არსებობს იმპორტიორი კომპანია, რომელსაც შემოაქვს სადეზინფექციო ხსნარები. აღნიშნულმა კომპანიამ გამოხატა მზადყოფნა, საპატრიარქოს მითითებით, ტაძრებს, სადაც იქნება მზაობა დეზინფექციის ჩატარებისათვის, მიაწოდოს საჭირო რაოდენობის ხსნარი და ჩატარდეს დეზინფექცია, გაიწმინდოს იატაკები, სკამები, კარის სახელურები, რაც შეეხება ხატებსა და სხვა სიწმინდეებს, მათ ისედაც ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე ასუფთავებენ სპირტნარევი ვარდის წყლით.
ამასთან, როგორც საქართველოს საპატრიარქოს განუცხადეს, აღნიშნული კომპანიიდან დღეს დაუკავშირდებიან. აქედან გამომდინარე, საპატრიარქო მოლოდინის რეჟიმშია და დღეიდან ელოდება კომპანიის წარმომადგენლებთან უშუალო ურთიერთთანამშრომლობის დაწყებას. როგორც კი ეს კომუნიკაცია შედგება, ახალი ინფორმაცია მაშინვე ეცნობება საზოგადოებას. ჩვენ მზად ვართ, ყველა რეკომენდაცია, რაც იქნება შესასრულებელი, აუცილებლად გავითვალისწინოთ“, – აცხადებენ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
კომენტარები