1 6 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"იმედის" წამყვანი და ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­ტა­ლია ქა­ჯა­ია თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­შია


"ტე­ლე­ი­მე­დის" წამ­ყვა­ნი და ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­ტა­ლია ქა­ჯა­ია თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­შია. ჟურ­ნა­ლის­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში  დე­ტა­ლებს გვიყ­ვე­ბა:

"ინ­ფექ­ცი­უ­რი­დან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლის დღი­უ­რი­დან:

ფილ­ტვე­ბი სუფ­თაა - ეს იყო პირ­ვე­ლი პა­სუ­ხი, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, და­მა­ი­მე­დე­ბე­ლიც, მაგ­რამ არა­საკ­მა­რი­სი. შემ­დეგ სის­ხლის კვლე­ვა, ასე­ვე კარ­გი პა­სუ­ხით. მთა­ვა­რი მა­ინც წინ იყო - ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის შე­დე­გი. ეს პა­სუ­ხი კი ღა­მის 1-2 სა­ა­თამ­დე შუ­ა­ლედ­ში უნდა მო­სუ­ლი­ყო. დრო კი სა­შინ­ლად იწე­ლე­ბო­და, ისევ ფე­ის­ბუ­ქის ვი­დე­ო­ზა­რებ­მა და რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარ­თან მე­სი­ჯო­ბამ გა­და­მა­ტა­ნი­ნა. ინ­ფექ­ცი­ურ­ში გუ­შინ, შუ­ა­დღეს სა­მოგ­ზა­უ­რო ის­ტო­რი­ით, უდი­დე­სი სტრე­სით და 37 სი­ცხით მო­მი­წია მის­ვლა. მშვი­დად მო­მის­მი­ნეს, მერე ასე­ვე მშვი­დად გა­და­წყვი­ტეს რა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ და რო­გორ. ამ სა­გი­ჟეთ­ში და ის­ტე­რი­კა­ში, რაც გა­რეთ ხდე­ბა და რაც თი­თო­ე­ულს გვჭირს, ესე­ნი რო­გორ ახერ­ხე­ბენ ასე ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად პა­ცი­ენ­ტე­ბის პატ­რო­ნო­ბას, დამ­შვი­დე­ბას და მკურ­ნა­ლო­ბას მარ­თლა არ ვიცი. მად­ლო­ბა მათ, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­რი­კა ტუ­ღუშს და თამ­რი­კო ქარ­ვე­ლიშ­ვილს, ეს ექთა­ნი კი გუ­შინ ჩემი იმე­დი იყო. თქვენ არ იცით, რო­გორ ფუს­ფუ­სე­ბენ პა­ცი­ენ­ტე­ბით სავ­სე სა­ა­ვად­მყო­ფოს დე­რეფ­ნებ­სა თუ ოთა­ხებ­ში ეს თეთრ კომ­ბი­ნი­ზო­ნი­ა­ნი ექი­მე­ბი და დღე­ში რამ­დენ­ჯერ უწევთ ამ ე.წ. ეკი­პი­რე­ბის ჩაც­მა და გახ­და, რომ ინ­ფექ­ცია სხვა ადა­მი­ან­თან სხვა პა­ლა­ტა­ში არ მი­ი­ტა­ნონ, რამ­ხე­ლა ენერ­გი­ას ხარ­ჯა­ვენ და რო­გორ გუ­ლით აკე­თე­ბენ ამას. უნდა გე­ნა­ხათ მათი სა­ხე­ე­ბი და ემო­ცი­ე­ბი, როცა ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან დო­კუ­მენ­ტი მი­ი­ღეს და იქ უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი ამო­ი­კი­თხეს, ზუს­ტად ის რე­აქ­ცია ჰქონ­დათ, რაც მე. გა­მო­მიშ­ვეს სახ­ლში და ვაგ­რძე­ლებ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ას".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები