1 6 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

11 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების, ნივთის შეძენისა და კომერციული ოპერაციებისთვის. სიფრთხილე და წინდახედულება გმართებთ – ვიღაც თქვენს გაცურებას ეცდება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია უსიამოვნებები, რომლებიც დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ და განწყობას გაგიფუჭებთ.

კურო

ამ კვირას ქალები მამაკაცების ყურადღებით განებივებულები იქნებიან და უამრავი საინტერესო შეხვედრა ელით. მამაკაცებს ვურჩევთ, დაგროვილი საქმეებისა და პრობლემებისგან გათავისუფლდნენ და განვლილი გზა შეაფასონ. დღის მეორე ნახევარში, სასურველია, კოლექტიური საქმიანობა და თანამოაზრეებთან ურთიერთობა. გამორიცხული არ არის უმიზეზო კამათი ახლობელ ადამიანთან. თავშეკავება და ტაქტი გმართებთ, რომ კონფლიქტი თავიდან აიცილოთ.

ტყუპები

რთული და მძიმე დღეა. გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტი ემოციურობა იმედგაცრუებით ან კამათით დასრულდება. ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და კოლექტიურ საქმიანობას. ეცადეთ, უარი თქვათ ეგოიზმსა და ამპარტავნებაზე. შესაძლოა, ბოლო დღეების პრობლემებმა და დაუსრულებელმა საქმეებმა თავი შეგახსენოთ.

კირჩხიბი

ეცადეთ, უსიამოვნო აზრებისგან გათავისუფლდეთ და შედეგები შეაჯამოთ. ახლობელ ადამიანთან უმიზეზოდ იკამათებთ, თუმცა მალევე შერიგდებით. ტაქტს და მოთმინებას თუ გამოიჩენთ, ყველაფერი კარგად იქნება. ოჯახს ნუ დაცილდებით. ესაუბრეთ ბავშვებს მათ პრობლემებზე და დახმარება შესთავაზეთ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი საქმეებისა და კომერციული ოპერაციებისთვის. თქვენთვის დამახასიათებელი გულუხვობა, რომელიც მფლანგველობას წააგავს ,შესაძლოა, სავაჭრო გარიგებების დროს ხელშემშლელ ფაქტორად იქცეს. დღის მეორე ნახევარში ფიზიკურ დატვირთვას და ჯგუფურ საქმიანობას ერიდეთ.

ქალწული

მძიმე დღეა. ურთიერთობაში იმედგაცრუება გელით. ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. შესაძლოა, საღამოს თავი შეუძლოდ იგრძნოთ. თავი შეიკავეთ ხორციანი კერძებისა და სპირტიანი სასმელებისგან.

სასწორი

წინდახედულება და სიფრთხილე გამოიჩინეთ. შესაძლოა, თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მომგებიანი წინადადება ხელიდან გაუშვათ. სასიყვარულო საქმეებში სასიამოვნო სიახლე გელით. სავარაუდოდ, მოულოდნელად შექმნილ პრობლემას წარმატებით გადაჭრით.

მორიელი

არახელსაყრელი დღეა. ეცადეთ, მოვლენები არ დააჩქაროთ. დრო გჭირდებათ, რომ საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ. სავარაუდოდ, შორეული ნათესავებისგან ან მეგობრებისგან მნიშვნელოვან შეტყობინებას მიიღებთ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა თქვენი შინაგარი პოტენციალის და შემოქმედებითი უნარების გამოსავლენად ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. ერიდეთ აქტიურ ფიზიკურ შრომას და გუნდურ საქმიანობას. გაითვალისწინეთ, რომ წარმატებას მხოლოდ ინდივიდუალური შრომა და ყურადღების კონცენტრაცია მოგიტანთ.

თხის რქა

სავარაუდოდ, მძიმე დღე გელით. მცდარი წარმოდგენა პარტნიორზე ან სიტუაციის არასწორად შეფასება ფინანსურ ზარალს გამოიწვევს. სასიყვარულო საქმეებში სავარაუდოა მოულოდნელი პრობლემა. გაითვალისწინეთ, რომ თქვენმა თავშეუკავებლობამ შეიძლება კონფლიქტამდე მიგიყვანოთ.

მერწყული

ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დღე იქნება ბოლო პერიოდის განმავლობაში. შესაძლოა, საყვარელი ადამიანისგან სასიამოვნო სურპრიზიც მიიღოთ, კოლეგებისგან კი თქვენს საქმიანობას აღიარება ელოდება. ერთადერთი – ფრთხილად იყავით და ცოტა მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

თევზები

ეს დღე შენდობას და მოწყალებას უკავშირდება. თქვენს დახმარებას ელიან მეგობრები, კოლეგები და ახლობელი ადამიანები. შესაძლოა, თქვენი გულუხვობა და ადამიანების დახმარების სურვილი ოჯახში უკმაყოფილების მიზეზი გახდეს. ნურავის მოუსმენთ და ისე მოიქეცით, როგორც სინდისი გკარნახობთ. უძილობამ თუ შეგაწუხათ, გირჩევთ, ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ ან თბილი აბაზანა მიიღოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები