საზოგადოება
რამდენიმე დღეში საქართველოს კორონავირუსის სწრაფი ტესტები ექნება
2020-03-10 17:25:04
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში საქართველოს კორონავირუსის სწრაფი ტესტები ექნება. მისი თქმით, ამ ტესტებს საქართველოს ჩინეთი გადმოსცემს.
"ჩინეთმა გააკეთა სწრაფი ტესტები, რომელსაც ჩინეთი ერთ-ერთი პროვინცია გადმოგვცემს. დაახლოებით, 1000 ტესტს. მაგრამ ესენი არის ვალიდირებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ. ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად მიდის და არ გაგვიკვირდეს, რომ იყოს ტექნოლოგიები", - განმარტა ამირან გამყრელიძემ.
კომენტარები