საზოგადოება
ოზურგეთში, იტალიიდან ჩამოსულმა ქალმა თვითიზოლაციის წესი დაარღვია
2020-03-10 15:23:28
ოზურგეთში, იტალიიდან ჩამოსულმა ქალმა თვითიზოლაციის წესი დაარღვია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში უკვე შევიდა შეტყობინება.
როგორც ცენტრში აცხადებენ, შუახნის ქალი კორპუსის ეზოში სეირნობდა. როგორც ქალმა განმარტა, ის გვიან ღამით გამოვიდა სასეირნოდ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არ ყოფილა.
ადგილზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და სამართალდამცავები იყო მობილიზებული.
ქალი იტალიიდან 4 მარტს ჩამოვიდა. ჯერჯერობით მას დაავადების სიმპტომატიკა არ აღენიშნება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, ქალს, სავარაუდოდ, კარანტინში გადაიყვანენ.
კომენტარები