მსოფლიო
10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
2020-03-09 23:31:58
ვერძი
არაკეთილმოსურნეთა ინტრიგებმა ან ცრუ ინფორმაციამ შეიძლება შემოქმედებითი პროფესიის ვერძებს მომგებიანი შეკვეთის მიღებაში ხელი შეუშალოს. ქალებს სასიყვარულო პაემანი იმედგაცრუებას მოუტანთ. გამორიცხული არაა, რომ მამაკაცებმა მოულოდნელად შექმნილი ყოფითი პრობლემები წარმატებით გადაჭრან.
კურო
ხელსაყრელი დღეა პროფესიულ საქმიანობაში საკუთარი უნარებისა და შემოქმედებითი პოტენციალის გამოსავლენად. ვარსკვლავები გირჩევენ, დროულად დაასრულოთ დიდი ხნის წინათ დაწყებული საქმეები. მოსალოდნელია საქმიანი წინადადება, რომელიც თქვენგან დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს.
ტყუპები
ამჟამად თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა, ამიტომ წარმატება გელით. ხელსაყრელი დღეა სამთავრობო სტრუქტურებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობისთვის. შესაძლოა, მოულოდნელი საჩუქარი მიიღოთ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ოდესმე ამისთვის გადახდა მოგიწევთ. ამ დღეს საშუალება გექნებათ, თქვენი შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროებში გამოავლინოთ.
კირჩხიბი
ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენისა და სიყვარულისთვის. გირჩევთ, ყველა დაწყებული საქმე დროულად დაასრულოთ. საყვარელი საქმე ან გატაცება სიამოვნებას მოგიტანთ. ბოლოს და ბოლოს, შეხვდებით ადამიანს, რომელიც შესანიშნავად გაგიგებთ. მოგზაურობისთვის ხელსაყრელი დღეა.
ლომი
სასიყვარულო პაემანმა შეიძლება ქალებს იმედგაცრუება მოუტანოთ. ითვლება, რომ ეს დღე ხელსაყრელია მიწიერ ვნებებთან ბრძოლისთვის. სავარაუდოდ, მამაკაცები მოულოდნელად შექმნილ პრობლემებს თავს წარმატებით გაართმევენ.
ქალწული
შესაძლოა, თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზით მომგებიანი შეკვეთა ხელიდან გაუშვათ. მცდარმა წარმოდგენამ პარტნიორზე ან სიტუაციის არასწორმა შეფასებამ შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ. სასიყვარულო საქმეებში სასიამოვნო სიახლე გელით. მოულოდნელი საჩუქარი ან სასიამოვნო შეტყობინება გელით.
სასწორი
ხელსაყრელი დღეა სამთავრობო სტრუქტურებთან ან საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და შემოქმედებითი პოტენციალის გამოსავლენად. ამ დღეს წარმატება და სასიამოვნო საჩუქარი გელით. საყვარელი საქმითა და ბავშვებთან ურთიერთობით სიამოვნებას მიიღებთ.
მორიელი
კრიტიკული დღეა. საქმის გამო შესაძლოა, თქვენგან სინდისთან კომპრომისზე წასვლა მოითხოვონ. გირჩევთ, პოზიცია არ დათმოთ და საკუთარი პრინციპები ბოლომდე დაიცვათ. შესაძლოა, შეფთან ურთიერთობა დაგეძაბოთ. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, სამსახურიდან წამოხვალთ თუ დარჩებით.
მშვილდოსანი
სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა. პროფესიულ საქმიანობაში თქვენს წინაშე უამრავი შესაძლებლობა გადაიშლება. თქვენთვის დამახასიათებელი ოპტიმიზმის დამსახურებით ყველასთვის სასიამოვნო მოსაუბრე ბრძანდებით. შესანიშნავი დღეა სიყვარულისა და რომანტიკული ურთიერთობებისთვის.
თხის რქა
კოლექტიური საქმიანობისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ ეცადეთ, მხოლოდ ინდივიდუალური საქმიანობით დაკავდეთ. ეცადეთ, რეალობის გრძნობა არ დაკარგოთ: სავარაუდოდ, ბევრი თქვენი ოცნება განუხორციელებელი დარჩება, ხოლო საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულმა შეფასებამ შეიძლება უამრავი პრობლემა შეგიქმნათ. შესაძლოა, შემოქმედებითი პროფესიის თხის რქებმა მომგებიანი შეკვეთა დაკარგონ.
მერწყული
არახელსაყრელი დღეა და პარტნიორულ ურთიერთობებში სიცრუეს, ნათესავებთან და ბავშვებთან კონფლიქტს და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს უკავშირდება. თუ ამ დღეს ავად გახდით, ავადმყოფობა მძიმე და ხანგრძლივი იქნება. თავს გაუფრთხილდით.
თევზები
ამჟამად თქვენი ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია, რაც საქმის დროებით შეჩერებას უკავშირდება. საქმიანი ადამიანები შესაძლოა, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მოულოდნელ სირთულეებს შეეჯახონ, რაც დაწყებული პროექტის მიმდინარეობაზე ნეგატიურად აისახება. გაითვალისწინეთ, რომ ეს დროებითი პრობლემებია. მართალია, ფინანსების ნაწილს დაკარგავთ, თუმცა პრობლემას აუცილებლად მოაგვარებთ.
კომენტარები