1 6 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოში ტემპერატურა 30 გრადუსამდე აიწევს

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდი და მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება.

მისივე ცნობით, 9 -10 მარტს მთელს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 23 -დან 30 გრადუსამდე შენარჩუნდება. მთებში 20-25 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში 15 – 20 გრადუსი. 

აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელია 18-23 გრადუსი. მთიან რაიონებში კი 17-22 გრადუსი ხოლო მაღალ მთაში 12-17 გრადუსი.

11-12 მარტს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 17-დან 22 გრადუსამდე იქნება აღმოსავლეთ საქართველოს კი ჰაერის ტემპერატურის დაკლება არ შეეხება. 

ამასთან დღის საათებში საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია მცირე ნალექი.

13 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი თუმცა ტემპერატურა დაიკლებს. 14 მარტიდან კი საქართველოში არამდგრად ამინდებს უნდა ველოდოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები