1 6 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ორსულებმა იგივე პრევენციული ზომები უნდა მიიღონ კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად, რაც ყველა ზრდასრული ადამიანისთვისაა - UNFPA-ის რეკომენდაციები

"ორსულმა ქალებმა იგივე პრევენციული ზომები უნდა მიიღონ ინფექციის თავიდან ასაცილებლად, რაც ყველა ზრდასრული ადამიანისთვის არის რეკომენდებული" - ამის შესახებ ინფორმაციას „გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ავრცელებს და ამავე დროს, მოსახლეობას რეკომენდაციას აძლევს

„გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი (UNFPA), როგორც გაეროს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტო, ახლოდან ადევნებს თვალს ახალი კორონავირუსის დაავადების (COVID-19) აფეთქებას, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოცხადდა და თავის პარტნიორებთან, მთავრობებსა და გაეროს სხვა სააგენტოებთან ერთად ამ საკითხის გადაჭრაზე მუშაობს.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მიზანია, რომ ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს რეპროდუქციული ასაკის და ორსულ ქალებს ინფექციასთან დაკავშირებული საყურადღებო საკითხების, პოტენციური რისკების და იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიძიონ დროული სამედიცინო დახმარება.
„მაშინ, როცა შიში და გაურკვევლობა ბუნებრივი რეაგირებაა კორონავირუსზე, ჩვენ ფაქტებითა და სოლიდური ინფორმაციით უნდა ვიხელმძღვანელოთ,“ განაცხადა ნატალია კანემმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელმა დირექტორმა. „ჩვენ ერთად უნდა გამოვხატოთ სოლიდარობა, ვებრძოლოთ სტიგმასა და დისკრიმინაციას, ასევე უზრუნველვყოთ, რომ ადამიანებმა, განსაკუთრებით კი ორსულმა და მეძუძურმა ქალებმა საჭირო ინფორმაცია და სერვისები მიიღონ.“
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა  მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ეპიდემიების დროს. უსაფრთხო ორსულობა და მშობიარობა დიდწილად არის დამოკიდებული სათანადოდ ფუნქციონირებად ჯანდაცვის სისტემებსა და ინფექციის მიმართ დადგენილი სიფრთხილის ზომების მკაცრად დაცვაზე.

რამდენადაც COVID-19-ის აფეთქება შეიძლება განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყოს ორსული ქალებისთვის, გაეროს მოსახლეობის ფონდს სურს, რომ ინფორმაცია გააზიაროს აღნიშნული ჯგუფის წინაშე არსებულ რისკებთან დაკავშირებით არსებული მცირეოდენი მტკიცებულების ერთობლიობის, ასევე პრევენციული ზომების და რეკომენდებული შესაფერისი მკურნალობის შესახებ.

დღემდე ჯერჯერობით არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, არიან თუ არა ორსული ქალები უფრო მეტად მოწყვლადი COVID-19 ვირუსის მიმართ. თუმცა, ორსულობა ფიზიკურ ცვლილებებს იწვევს, რამაც შეიძლება ზოგიერთი ორსული ვირუსული რესპირაციული ინფექციებისადმი უფრო დაუცველი გახადოს. სასუნთქი გზების დაავადების მქონე ორსული ქალების მკურნალობა უპირველეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს, არასახარბიელო შედეგების მომატებული რისკიდან გამომდინარე.

ორსულმა ქალებმა იგივე პრევენციული ზომები უნდა მიიღონ ინფექციის თავიდან ასაცილებლად, რაც ყველა ზრდასრული ადამიანისთვის არის რეკომენდებული, როგორიცაა ახლო კონტაქტის არიდება იმ პირებთან, ვინც ახველებს და აცემინებს. მათ ხელები ხშირად უნდა დაიბანონ საპნითა და წყლით, ან ხელები სპირტიანი ხსნარით გაიწმინდონ, პირსა და ცხვირზე ხელსახოცი აიფარონ, ან მოხრილ მკლავში დაახველონ და დააცემინონ, ასევე, ხორცი და კვერცხები კარგად დაამუშაონ. ყველა რეკომენდებული ღონისძიება ხელმისაწვდომია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.

ჯერჯერობით არ არსებობს ვაქცინა, რითაც შესაძლებელი იქნებოდა ვირუსის პრევენცია ან მკურნალობა, მაგრამ არსებობს რეკომენდებული ღონისძიებები სიმპტომებთან დაკავშირებით. თუ ორსული ქალების მიმართ არსებობს ეჭვი, რომ მათ COVID-19 ვირუსი აქვთ, ან ინფიცირება დაუდასტურდებათ, მათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ზრდასრული პაციენტებისთვის რეკომენდებული მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ, მათ მეან-გინეკოლოგთან მჭიდრო კონსულტაციით.
მეძუძური დედები ახალშობილისგან არ უნდა გააცალკევონ, რამდენადაც, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) თანახმად არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ რესპირაციული ვირუსები შეიძლება ბავშვს დედის რძით გადაეცეს. დედას შეუძლია ძუძუთი კვება განაგრძოს იმის გათვალისწინებით, რომ ამავე დროს აუცილებელი შესაბამისი ზომები იქნება მიღებული:

●     სიმპტომების მქონე დედებმა, რომლებიც საკმარისად კარგად გრძნობენ თავს იმისთვის, რომ ბავშვი თავისი რძით გამოკვებოს, ნიღაბი უნდა ატარონ, როცა ბავშვთან ახლოს იქნებიან (კვების დროსაც), მათ ხელები უნდა დაიბანონ ბავშვთან შეხებამდე და კონტაქტის შემდეგ (კვების ჩათვლით), ასევე  დაბინძურებული ზედაპირების გასუფთავება/დეზინფექცია უნდა უზრუნველყონ.

●     თუ დედა ძალიან ავად არის ძუძუთი კვებისთვის, მას უნდა ურჩიონ, რომ რძე გამოიწველოს და შემდეგ ბავშვი სუფთა ჭიქიდან/ან კოვზიდან გამოკვებოს - და ამ დროს აუცილებელია ნიღბის ტარება, ხელების დაბანა ბავშვთან შეხებამდე და კონტაქტის შემდეგ, ასევე დაბინძურებული ზედაპირების გასუფთავება/დეზინფექცია.
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა ინფიცირებული პირებისთვის, ოჯახებისთვის, საზოგადოებისა და ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის, რეაგირების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს.
გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ვირუსით დაზარალებული ადამიანების, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ქალების და გოგონების გვერდით დგას, რომელთა დაცვას და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საჭიროებებს ცენტრალური მნიშვნელობის ადგილი უნდა ეჭიროს რეაგირებაზე მიმართული ძალისხმევების განხორციელებისას. ჩვენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვმუშაობთ ჩვენს პერსონალთან ერთად, რათა გადავხედოთ შიდა მზადყოფნის მდგომარეობას, ასევე ჩვენს თანამშრომლობას პარტნიორებთან, მთავრობებსა და საზოგადოებასთან ერთად, რომელსაც ვემსახურებით ეპიდემიის პრევენციისა და მასზე რეაგირების მიზნით" - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...