1 6 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქარველოში შემომსვლელი მოქალაქე ვალდებული იქნება, წარმოადგინოს კორონავირუსზე შემოწმების ცნობა ან გაიაროს კარანტინი

საქართველოს რისკის მქონე ქვეყნებიდან შემოსული ყველა მოქალაქე ვალდებული იქნება 14-დღიანი სავალდებულო საკარანტინო პროცედურა გაიაროს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს მორიგი სხდომა გამართა.

„საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში რჩება 162 ადამიანი. დღეს საბჭოს წევრებმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს: საქართველოს საზღვრის კვეთისას გარკვეული შეზღუდვები დაწესდა როგორც საქართველოს ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, კერძოდ: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროს დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და  გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო საკარანტინო პროცედურა. ასევე საქართველოში ჩამომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გავლით, ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან, გაიარონ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა; ან საზღვარზევე უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (ჩOVID -19) შემოწმების Pჩღ ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში - სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავცრელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით დროებით შეჩერდება პირდაპირი ფრენები იტალიასთან. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები