მსოფლიო
"თუ იტალიიდან ჩამოსულს არ აქვს შეგნება იყოს თვითიზოლაციაში, მოვუწოდებ ყველას მოერიდოს ასეთ ადამიანებს" - პაატა იმნაძე
2020-03-05 13:45:53
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მაღალი საფრთხეა და მოუწოდებს დამსაქმებლებს, ოჯახის წევრებს და ყველა შემხებლობაში მყოფ პირს, თავი აარიდონ იტალიიდან დაბრუნებულ ადამიანებთან კონტაქტს.
“არ ჩამითვალოთ სტიგმის გავრცელებაში. თუ ვინმეს იტალიიდან ჩამოსულს არ აქვს შეგნება, რომ ორი კვირის განმავლობაში იყოს თვითიზოლაციაში, მე მოვუწოდებ სხვებს, მის დამსაქმებლებს, ახლობლებს, მოერიდონ ასეთ ადამიანებს.
დიდი მადლობა ბოლო შემთხვევას. ძალიან გაგვიადვილა სამუშაო. თვითიზოლაციაში იყო ჩამოსვლის შემდეგ. თვითმფრინავის კონტაქტები უკვე დადგენილია. ჩამოვიდა თუ არა, იყო სახლში თვითიზოლაციაში და მადლობა მას ასეთი თვითშეგნებისთვის”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
კომენტარები