1 6 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კორონავირუსით დაინფიცირებული მეოთხე პირის მდგომარეობა კლინიკურად უფრო მძიმეა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელიც მეოთხეა, ვისაც კორონავირუსი დაუდგინდა, შედარებითმძიმეა.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.

განსხვავებით წინა სამი შემთხვევისგან, ამ პაციენტის მდგომარეობა უფრო მძიმეა, კლინიკურად უფრო მძიმე ფორმაა, რადგან დაავადება გამოუვლინდა ტემპერატურის მატებით - 38,5-ზე მეტია ტემპერატურა. დიაგნოსტირებულია, ლაბორატორიულად დადასტურებულია, დაწყებულია მკურნალობა. გუშიდელი დღის შემდეგ მდგომარეობა ჯერჯერობით კვლავ მძიმედ რჩება, მაგრამ სტაბილურია. დაავადება არ პროგრესირებს და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება. ტემპერატურა გუშინ მერყეობდა 38.5-სა 39.5 შორის“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, პაციენტი 44 წლის მამაკაცია, საქართველოს მოქალაქეა, რომელიც სამშობლოში კვირას ჩამოვიდა, რამდენიმე დღე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ინფექციურ საავადმყოფოს კი გუშინ მიმართა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დადასტურდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში იტალიიდან შემოვიდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები