მსოფლიო
მარიამ ოთანაძეს, რომელიც მძიმედ არის ავად, თბილისში ბინა აჩუქეს
2020-03-04 23:53:40
22 წლის მარიამ ოთანაძეს, რომელსაც ჯირკმლების ქრონიკული დაავადება მე-5 ტერმინალურისტადია დაუდგინდა, თბილისში 50 კვ.მ-ის ფართის ბინა აჩუქეს.
" მთავარის " ეთერში ერთ-ერთმა კომპანიამ, რომლის ხელმძღვანელობამაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, გადაცემის მსვლელობის დროს დარეკა და ეს ინფორმაცია გააჟღერა.
შეგახსენებთ, რომ გოგონას მამამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მამამ ეს უსახსრობის გამო გააკეთა, რადგან შვილს ვერაფრით ეხმარებოდა.
კომენტარები