1 6 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ინფექციურ კლინიკაში მყოფთაგან რვა პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ინფექციურმა კლინიკამ ლუგარის ლაბორატორიიდან რვა პაციენტის კვლევის შედეგები მიიღო, რომელთაგან ახალი კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ინფექციური საავადმყოფოდან აცნობეს.

კლინიკის ინფორმაციით, ინფექციურის ბოქსირებულ განყოფილებაში დღეს 09:00 საათის მდგომარეობით 19 პაციენტი იმყოფება, მათ შორის არის ის სამი პირი, რომელთაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდათ.

„09:00 საათისთვის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 19 პაციენტია, რომელთა შორის სამს რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდა. დღეს დილით ლუგარის ცენტრიდან რვა პაციენტის პასუხი მოვიდა და ყველა უარყოფითია, ასევე მათ არც „ა“ და არც „ბე“ ტიპის ვირუსი არ აქვთ. შესაბამისად, ინფექციურ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზებას არ ექვემდებარებიან და საკარანტინო ზონაში გადავლენ. რაც შეეხება დანარჩენ რვა პაციენტს, რომლებიც ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან, მათ ლუგარის ცენტრი ტესტირებას დღეს დილითვე ჩაუტარებს და პასუხები დღის ბოლომდე იქნება ცნობილი“, – აცხადებენ კლინიკაში.

ამასთან, ინფექციური საავადმყოფოს ცნობით, ყველა პაციენტი საქართველის მოქალაქეა და ისინი შემხებლობაში იყვნენ ირანთან და იტალიასთან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...