მსოფლიო
„მავნებელია მღვდელი, რომელიც ამბობს ზიარება კორონა ვირუსს კლავსო და ის ადამიანიც, ვინც ზიარების საიდუმლოს აკნინებს“ – მამა ანდრია
2020-03-01 23:04:44
მღვდელმონაზონი ანდრია სარია კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით, საზოგადოების ეკლესიისა და ზიარებისადმი დამოკიდებულების გამო, საპატრიარქოს ურჩევს საკვირაო წირვა, კათოლიკური ეკლესიის მსგავსად, პირდაპირ ეთერში ჩაატაროს.
„კორონა ვირუსზე და კოვზზე ძალიან იდიოტურ განცხადებას აქვეყნებს ზოგიერთი "ნიჭიერი” ახალგაზრდა. მღვდელი, რომელიც ამბობს ზიარება კორონა ვირუსს კლავსო, ის ნამდვილად მავნებელია, მაგრამ ის ადამიანიც მავნებელია ვინც ზიარების საიდუმლოებას აკნინებს თავისი შეხედულებებით. ჩვენ არ ვამბობთ: დაინფიცირებულის ნერწყვი შესვი, შიდსიანის სისხლი დალიე, ტუჩები გადაუკოცნე და რწმენით გადარჩებიო. სიფრთხილეს ნამდვილად თავი არ სტკივა და წერია: არ განსცადო უფალი ღმერთი შენი, მაგრამ ასევე სწერია: მცირედსა ზედა სარწმუნო იყავ დიდსა ზედა დაგადგინო შენ! ქრისტიანისთვის ცხოვრების მიზანია ქრისტესთან თანაზიარება… ნამდვილად არის საშიშროება დაინფიცირების საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებსა და ქუჩაში, არც ტაძრის ეზოა გამონაკლისი ამ მხრივ. მე მორწმუნე ვარ და არ მოვკვდებიო, ამას საღი აზრის მქონე ადამიანი არ იტყვის, თუმცა ერთჯერადი კოვზიც რომ შემოიტანო კორონათი დაინფიცირებული ისედაც "გადმოგცემს” ამ ვირუსს უკოვზოდ. მეცნიერება და რელიგია შეულებელია ყველაფერში შეთანხმდეს, ეს არის რწმენითი ნაწილი და ვისაც არ წამს, ბუნებრივია, მათ აქვთ უფლება საკუთარ ოჯახისწევრებს მკაცრად მოთხოვონ ტაძარში მისვლისგან თავი შეიკავონ, მაგრამ მღვდლებს ნუ მოგვთხოვთ ზიარებაზე უარი ვთქვათ. მორწმუნე საზოგადოებისთვის კი დიდი კრიზისი არ იქნება ორი თვე თავი შეიკავონ ზიარებისგან თუ შეშინებულები არიან იყვნენ სახლში. საპატრიარქომ კი მიბაძოს კათოლიკურ ეკლესიას და ყოველკვირა პირდაპირ ეთერში ჩაატაროს წირვა (ისედაც ხომ მიმართავენ ამ ხერხს დიდ დღესასწაულებზე)…“ -წერს მამა ანდრია.
კომენტარები