საზოგადოება
„მე არ ვარ სასულიერო პირი და არ მაქვს უფლება რეკომენდაციაში ჩავდო ნიუანსები, რაც რელიგიურ რიტუალებთან არის დაკავშირებული”
2020-03-01 16:53:32
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კორონავირუსის გავრცელების რისკებზე დასმულ შეკითხვას პასუხობს.
იგი აცხადებს, რომ რელიგიურ რიტუალებთან დაკავშირებულ ნიუანსებზე ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გასცემს.
„მე არ ვარ სასულიერო პირი და არ მაქვს უფლება რეკომენდაციაში ჩავდო ის სპეციფიკა და ნიუანსები, რაც რელიგიურ რიტუალებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვის შესახებ. ხოლო რაც შეეხება დეტალებს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს, საპატრიარქო ყველაზე უფრო მაღალრეიტინგული და საზოგადოების მხრიდან პატივცემული ინსტიტუციაა საქართველოში, ამ საკითხებს წყვიტავს თვითონ“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კომენტარები