საზოგადოება
გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტით მოძრაობა შეზღუდულია
2020-02-28 13:37:26
გუდაური-კობის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა ზვავშაშიშროების გამო.ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით, ზვავსაშიშროების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-107კმ-ზე, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა 12:00 საათიდან 19:00 საათამდე აკრძალულია“, - განაცხადა სამინისტრომ.
კომენტარები