საზოგადოება
ანას ბაღთან მშენებლობა სასამართლო დავის დასრულებამდე შეჩერდა
2020-02-27 14:11:03
სასამართლომ საქმის განხილვის დასრულებამდე „ანას ბაღთან“ კორპუსის მშენებლობის შეჩერებაზე განჩინება გამოსცა. ამის შესახებ მოსარჩელეთა წარმომადგენელმა, ადვოკატმა, მუხრან ხურწკაიამ განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლოში მოქალაქეები მშენებლობის ნებართვის ბათილობას მოითხოვენ, განხილვის დასრულებამდე კი – მშენებლობის შეჩერებას.
მოსამართლემ, ანა ჩხეტიამ დღეს დააკმაყოფილა მოქალაქეთა ეს მოთხოვნა და საქმის განხილვის დასრულებამდე მშენებლობა შეჩერა.
ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილებას მერიაში დღეს 2 საათზე მიიტანენ.
კომენტარები