საზოგადოება
“ეს ვირუსი ყველაზე მეტად პანიკაზე ვრცელდება” – “გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია”
2020-02-27 13:16:43
მთავარი რეკომენდაცია პანიკის თავიდან არიდებაა. ეს ვირუსი ყველაზე მეტად პანიკაზე ვრცელდება, – ამის შესახებ „გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის“ დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა.
„პანიკის დროს ადამიანები იწყებენ უკონტროლო სირბილს სხვადასხვა მიზნით მაღაზიებში, აფთიაქებში და ა.შ, რაც იწვევს ბუნებრივი თავშეყრის ადგილების გაჩენას, ზედაპირებზე შეხებისგან სავარაუდო ვირუსი ერთი დაინფიცირებულისგანაც გადაიცემა. ეს რომ არ მოხდეს, არ არის საჭირო სირბილი მაღაზიებში, აფთიაქებში, ძალიან მარტივი, ზოგადი, ჰიგიენის წესების დაცვით, ჩვენ შევძლებთ მაქსიმალურად შევზღუდოთ გავრცელების არეალი.
ტერმინები: მომაკვდინებელი ვირუსი, დამღუპველი და გადამშენებელი არასწორია. ეს ვირუსი არ ხასიათდება უფრო მეტი სიმწვავით, ვიდრე სხვა რომელიმე ვირუსი, თუნდაც უკვე კარგად ცნობილი და გავლილი „ქათმისა“ და „ღორის“ გრიპი. ამ ვირუსის განმასხვავებელი მისი გავრცელების სიჩქარეა. ეს კი გამოწვეულია იმიტომ, რომ სწორი პერიოდი დაემთხვა ვირუსის გავრცელების. რაც ნიშნავს, მოგზაურობის ბევრ სხვადასხვა მიზეზს. ადამიანები ამ პერიოდში ხშირად მოგზაურობენ და ვირუსის გადაცემა ერთი ადამიანიდან მეორეზე მარტივია.
ჰიგიენის დაცვა პირბადის გარეშეც შეგვიძლია: ნუ გადავკოცნით ერთმანეთს, 1 მეტრი დისტანცია მაინც შევინარჩუნოთ, ეს ერთი მეტრი არ არის ღვთიური მანძილი, ეს არის ის მანძილი, რაც შესაძლებელია დაცემინებისა და დახველების დროს ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცეს ადამიანს. დისტანციურად მივესალმოთ ერთმანეთს, ახლოს ნუ მივალთ. ხელები დავიბანოთ, პირადი ჰიგიენის მაღალ დონეზე წარმოება, გამოიწვევს ვირუსის თავიდან აცილებას“, – აცხადებს გიორგი ჩალაძე.
კომენტარები