საზოგადოება
სასწავლო პროცესის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება – ჯანდაცვის მინისტრი
2020-02-26 23:15:40
საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
ვირუსი ირანში ნამყოფ საქართველოს მოქალაქეს 50 წლამდე მამაკაცს აღმოაჩნდა, რომელიც ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ გადამოწმდა და თბილსის ინფექციური საავადმყოფოშია მოთავსებული.
ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მედიის წარმომადგენლების შეკითხვაზე გადაიდება თუ არა სასწავლო პროცესი სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, ეკატერინე ტიკარაძემ უპასუხა, რომ ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არ არსებობს.
“სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება, ვინაიდან არ არსებობს არანაირი ეპიდემიური საფრთხე”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
კომენტარები