პოლიტიკა
ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსზე: პირად კონტროლზე მყავს აყვანილი ეს პროცესი
2020-02-26 15:02:05
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით მას კორონავირუსი პირად კონტროლზე ყავს აყვანილი.
"პირად კონტროლზე მყავს აყვანილი ეს პროცესი. ჩვენ ყველა უწყება ერთობლივად ვმუშაობთ. გვაქვს აბსოლუტურად სრული ინფორმაცია შემომავალ მგზავრებზეც და ასევე, იმ პირებზეც, რომლებიც ამ ეტაპზე სამედიცინო დაკვირვების პროცესში იმყოფებიან. საფრთხის რისკი მომატებულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა ღონისძიება უკვე გატარებული გვაქვს, რაც ახალი კორონავირუსის საქართველოში გავრცელების საფრთხის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. ასევე, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებს განცხადებას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
ჩვენ უკვე შემოვიღეთ დამატებითი რეგულაციები, რაც ამ ეტაპისთვის იყო საჭირო. საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო გამკაცრდება სასაზღვრო ზონის დაცვა. მზად ვართ ამისთვისაც. ჩვენ არ ვართ მომხრე, საქართველოში შემოსვლა სრულიად ავკრძალოთ, ვინაიდან გაგვაჩნია საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ გვქონდეს პრევენციული კონტროლი და შემდეგ შემოსულ მოქალქეებს, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ, მოვათავსოთ ისინი ან სტაციონარში ან კარანტინში,"- განაცხადა მინისტრმა.
კომენტარები