მსოფლიო
ქართულ ტრადიციულ სუფრას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
2020-02-26 14:04:17
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა კიდევ ერთი უნიკალური ძეგლით გამდიდრდა. საქართველოს მთავრობის დადგენილებით ქართულ ტრადიციულ სუფრას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
"„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს − ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართულ სუფრას) განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია."-წერია დადგენილებაში, რომელსაც ხელს აწერს მთავრობის მეთაური გიორგი გახარია.
კომენტარები