1 6 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოში განვითარებული მოვლენები უმწვავესად შეაფასა

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ატილა მესტერჰაზი კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მხარდაჭერას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე, თუმცა შეშფოთებას გამოხატავს, ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო.

„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა აღიარებს საქართველოს სწრაფვას გახდეს ნატო-ს წევრი და მხარს უჭერს მას ამ გზაზე მჭიდრო დიალოგითა და საქართველოს პარლამენტთან აქტიური თანამშრომლობის გზით.

ამავდროულად, მინდა აღვნიშნო, რომ ნატო დაფუძნებულია დემოკრატიის პრინციპებზე, ინდივიდუალურ თავისუფლებასა და კანონის უზენაესობაზე. ამ პრინციპების ერთგულება ასევე მოიცავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გამართვასა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ქონას, რაც აუცილებელი შემადგენელი ნაწილია ინტეგრაციის პროცესისა. მომავალი საპარლამენტო არჩევნები არის საქართველოსთვის შესაძლებლობა, რომ აჩვენოს, ის ერთგული რჩება ამ ღირებულებების. ვწუხვარ, რომ არ შესრულდა დაპირება 2020 წელს გამართულიყო სრულად პროპორციული საპარლამენტო არჩევნები. ეს იყო ქვეყნის დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ატილა მესტერჰაზი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებასაც ეხმაურება და მთავრობას მოუწოდებს, უზრუნველყოს ისეთი არჩევნები, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

„უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გიგი ოპოზიციის ლიდერ, გიგი უგულავასთან დაკავშირებით აჩენს შეკითხვებს და იწვევს შეშფოთებას. ვშიშობ, რომ ის გარემოებები, რომელიც თან ახლდა გადაწყვეტილებას კიდევ უფრო გააღრმავებს პოლიტიკურ პოლარიზაციასა და დაძაბულობას, რაც დიალოგს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით რისკის ქვეშ აყენებს. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ შექმნან პირობები ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის დიალოგის განახლებისთვის, იმისთვის, რომ აღდგეს ხალხის ნდობა და უზრუნველყოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რომელიც შეესაბამება, საერთაშორისო სტანდარტებს“,-წერს მესტერჰაზი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები