1 8 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“იტალიაში მოგზაურობის შეზღუდვას არ განვიხილავთ” – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ ჟურნალისტებს ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განცხადებას აკეთებს:

„ჯერჯერობით, მაღალი რისკის ქვეყნებად რჩება ჩინეთი, სამხრეთ კორეა და ირანი. შესაბამისად, საქართველომ ამ მიმართულებით უკვე მიიღო აქტიური პრევენციული ღონისძიებები ფრენების შეზღუდვის და საზღვრების კონტროლის თვალსაზრისით. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მათთან მოძრაობა შეუზღუდავია. თუმცა ამავე დროს ვფიქრობთ, მეტად გამკაცრდეს სასაზღვრო პუნქტებში როგორც მონიტორინგის ღონისძიებები, ასევე მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული მოგზაურებისთვის კარანტინის ზომები.

ამ დროისთვის კარანტინი შეეხო საქართველოს იმ 34 მოქალაქეს, რომლებიც ჩინეთიდან დაბრუნდნენ. არც ერთ მათგანს არ აღენიშნება რაიმე სიმპტომები, თუმცა ჯერჯერობით რჩებიან კარანტინში. კარანტინთან ერთად, შესაძლებელია თვითიზოლაციის ვარიანტის განხილვაც მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეპიდემიოლოგოები შეაფასებენ ამისთვის პირობებს. ჯერჯერობით, არც იტალიის და არც ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან მიმართებით, მოგზაურობის შეზღუდვის წინადადებებს არ განვიხილავთ.

ჯერჯერობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ვერ ასახელებს მოსალოდნელი სტაბილიზაციის თარიღს და არც იმაზე კეთდება მკაფიო განცხადებები, თუ რა ტენდენციას უნდა ველოდოთ.

მეცნიერების სხვადასხვა ჯგუფები მუშაობენ ვაქცინაზე, თუმცა კონკრეტული თარიღი, როდის იქნება ვაქცინა გამოყენებისთვის ხელმისაწვდომი, ცნობილი არ არის. ყველაზე ოპტიმისტურ სცენარში, სულ მცირე 6 თვეა ის მინიმალური პერიოდი, რაც შეიძლება დასჭირდეს ვაქცინის გამოყვანას და შემდეგ მის გამოცდას”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები