მსოფლიო
„ოცნებამ თავისი გაფუჭებული საქმე ვერ გამოასწორა და ჩემს შვილს შეტენა ყველაფერი - კალანდიას მამა
2020-02-25 13:13:42
თენგიზ კალანდიამ განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა:
„ოცნებამ თავისი გაფუჭებული საქმე ვერ გამოასწორა და ჩემს შვილს შეტენა ყველაფერი. აქ იყო სერგი კაპანაძის, „ევროპული საქართველოს“ და „ოცნების“ ინტერესი. აუცილებლად წავალთ სტრასბურგში. ყველაზე ადვილად ჩვენზე იყო ხელი შესახოცი, კალანდიებზე.
სუბელიანის ინტერესი არანაირი არ იყო აქ. აქ იყო „ევროპული საქართველოს“ ინტერესი. არანაირი ინტერესი არ ჰქონია სუბელიანს ამ საქმეში,“- განაცხადა თენგიზ კალანდიამ.
კომენტარები