1 8 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ბავშვებმა არაყი შემოიტანეს სკოლის შენობაში, თუმცა როდესაც ბუფეტში სასმლის დალევა დააპირეს, მანდატურმა იგრძნო სასმლის სუნი და პოლიცია გამოიძახა"

გორის ერთ-ერთ სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლეებმა სკოლის შენობაში ალკოჰოლური სასმელი შეიტანეს. ამის გამო, მანდატურმა და სკოლის ადმინისტრაციამ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოიძახა.

ადგილზე მისულ ეკიპაჟს ალკოჰოლური სიმთვრალის ქვეშ მხოლოდ ერთი მოზარდი დახვდა.  გამოკითხვისას მოზარდებმა უწყების თანამშრომლებს უთხრეს, რომ ალკოჰოლი ქუჩაში იპოვეს და არსად შეუძენიათ.

როგორც შშს-ს პრეს-სამსახურში განგვიცხადეს, პოლიცია მოზარდების მიმართ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.

ჩვენ დავუკავშირდით სკოლის დირექტორს:

„ბავშვებმა სასმელი წყლის ბოთლით შემოიტანეს სკოლის შენობაში, თუმცა როდესაც ბუფეტში დააპირეს სასმლის დალევა, მანდატურმა იგრძნო სასმლის სუნი და გამოიძახა პოლიცია. მათი შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა მხოლოდ ერთი მოზარდი და ისიც იმიტომ, რომ ამ მოზარდმა სასმელი სკოლის გარეთ დალია. რაც შეეხება დირექციის მხრიდან სანქციის დაწესებას, ამ საკითხის განხილვას ხვალ ვაპირებ. იმ შემთხვევაში, თუ მანდატურის სამსახური დაუწესებს გარკვეულ სანქციებს, მე სანქციაზე კიდევ სანქციას ვეღარ დავუწესებ.“

ქართლი.ჯი


კომენტარები

მსგავსი სიახლეები