საზოგადოება
“შიმშილობა ჩამოვარდება, მოიმარაგეთ შაქარი და ბურღულეული” – მამა ფილიპე
2020-02-24 23:57:49
სხალთის ეპარქიაში მოღვაწე მღვდელი ფილიპე აბაშიძე მრევლს მოუწოდებს, არამალფუჭებადი პროდუქტები მოიმარაგონ, რადგან მალე შიმშილობა დაიწყება.
„უცხო ჯარი ჩადგება ჩვენს ქვეყანაში და შიმშილობა ჩამოვარდება,- წერს მღვდელი თავის Facebook გვერდზე და მრევლს მოუწოდებს მოიმარაგოს რძის ფხვნილი, შაქარი და ბურღულეული.
სასულიერო პირის შესახებ „ტაბულა“ წერს, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოში დაუდასტურეს, რომ მამა ფილიპე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრია, თუმცა მოწოდებასთან დაკავშირებულ კითხვაზე განუცხადეს, რომ ეს კერძო აზრია.
მოგვიანებით მამა ფილიპემ ეს პოსტი Facebook გვერდიდან წაშალა.
კომენტარები