მსოფლიო
“ამასობაში vali.ge -ს საიტი აღარ არსებობს და განულების ცნობაც კაციშვილს არ აქვს !!" - რა ბედი ეწია ივანიშვილის მიერ "განულებულ" სესხებს ?
2020-02-21 11:37:15
ადვოკატი მარიკა არევაძე, სოციალურ ქსელში იმ კლიენტებზე წერს, რომლებიც დახმარებას "განულებულ სესხებზე", სასამართლოში შეტანილ სარჩელს უკავირდება :
"ამ კვირაში უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ამომღები კომპანიები უკავშირდებიან ადამიანებს იმ ვალების ამოღებაზე რომელიც წესით ქართუ ფონდმა გაანულა vali.ge -ს საიტით !!!
ერთი შემთხვევა უკვე სასამართლოშია, ანუ ქართუ ფონდის მიერ განულებულ სესხზე სარჩელი სასამართლოშია გამსესხებლის მიერ შეტანილი; ორი შემთხვევა ჯერ სატელეფონო კონტაქტის დონეზეა.
მოკლედ, აქ რაღაცაშია საქმე, კერძოდ:
– ან ქართუ ფონდი ბლეფაობს (უკიდურესად დაბალ ფასად გამოისყიდა სესხები, ხალხს უთხრა, რომ გაგინულეო და სინამდვილეში არც არაფერი მომხდარა);
– ან გამსესხებლებმა მიუხედავად პორტფელის გაყიდვისა, ხელახლა დაიწყეს განულებული სესხების ამოღება.
ამასობაში vali.ge -ს საიტი აღარ არსებობს და განულების ცნობაც კაციშვილს არ აქვს !!!!
აი ასე, საარჩევნო პერიოდმა გაიარა და განულებული სესხები გაცოცხლდა როგორღაც ?! (ეს კითხვაა და არა დასკვნა)."
კომენტარები