მსოფლიო
ირაკლი ღარიბაშვილი - ვანო მერაბიშვილი თავად არის დამხობილი და არ მინდა, დამხობილ ადამიანზე ბევრი ვისაუბრო
2020-02-20 14:16:28
განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და არც მოხდება, ციხიდან გამოვიდა ჩვეულებრივი კრიმინალი, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.
„ჩვენს მოქალაქეებს ახსოვთ, როგორც ერთ-ერთი მთავარი შემომქმედი იმ ბოროტი დანაშაულებრივი სისტემისა, რომელიც მან შექმნა სააკაშვილთან, ბოკერიასთან ერთად. ეს კრიმინალი და ერთ-ერთი სახე ამ გარყვნილი, ბინძური სისტემის, რომელიც მათ შექმნეს წლების განმავლობაში და ისინი მართავდნენ ამ დანაშაულებრივი რეჟიმით, დღეს რომ კიდევ ბედავს ასეთი განცხადების გაკეთებას, რა თქმა უნდა, ეს არის ღიმილის მომგვრელი. ის თავად არის დამხობილი და არ მინდა, დამხობილ ადამიანზე ვისაუბრო ამდენი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კომენტარები