1 8 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ხონში ხანძრის შედეგად სკოლა, ბაგა-ბაღი და ამბულატორია დაიწვა

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, თითქმის მთლიანად განადგურდა შენობა, რომელშიც სკოლა, საბავშვო ბაღი და ამბულტორია ფუნქციონირებდა.

ცეცხლი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა. დამწვარია დაახლოებით 500 კვ მეტრი ფართობი. შენობიდან ბავშვების ევაკუაცია დროულად განხორციელდა.  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 7 სახანაძრო მანქანა და 35 მეხანძრე მაშველი მუშაობს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო.

სკოლის შენობაში ხანძარი დაახლოებით 11 საათზე გაჩნდა.

მასწავლებელების თქმით, მესამე გაკვეთილი მიმდინაროებდა, რა დროსაც ხანაძარი შენიშნეს და სასწავლო პროცესი შეჩერდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები