1 8 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსთავი-ლილოს გზატკეცილზე გაზის მილს ცეცხლი მოეკიდა

რუსთავი-ლილოს გზატკეცილზე, სოფელ გაჩიანთან გაზის მილი დაზიანდა და ცეცხლი მოეკიდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან.

როგორც გარდაბნის მერის მოადგილემ განაცხადა, მილი ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურს ეკუთვნის.

მოძრაობა გზაზე გადაკეტილი იყო, თუმცა მოგვიანებით ცალმხრივად გაიხსნა.

ამ ეტაპზე, არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები