მსოფლიო
ოპოზიცია 4 აპრილს მასშტაბურ აქციას გამართავს
2020-02-11 17:37:43
ოპიზიცია 4 აპრილს, თბილისში მასშტაბურ აქციას გეგმავს. აპრილის აქციამდე სახელმწიფო შენობების პიკეტირებაც მოხდება.
"საქართველოს ოპოზიციური პარტიების საკონსულტაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, 4 აპრილს, 4 საათზე მოიწვიოს სრულიად საქართველოს ყრილობა, მიტინგი, სადაც გამოცხადდება ხელისუფლების შეცვლის სტრატეგიული და ისტორიული გეგმა. რეჟიმი გადავიდა აღვირახსნილ დიქტატურაზე, დაჭერებზე, რეპრესიებზე, დათრგუნვაზე, ქართველი ხალხი არ შეუშინდება, არ დაიჩოქებს, ამიტომ ამ წუთიდანვე ვიწყებთ ძალიან დიდი სახალხო თავყრილობისთვის მზადებას". - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა
კომენტარები