1 8 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სპეციალისტები კორონავირუსის გავრცელების პიკს თებერვლის ბოლოსკენ ელოდებიან

ჩინეთიდან საქართველოს კიდევ 3 მოქალაქე დაბრუნდა. აეროპორტში ჩატარებული სკრინინგისა და გასაუბრების შემდეგ, ექიმებმა ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა გამორიცხეს, თუმცა გრიპის მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში საქართველოში დაბრუნებულმა დედა-შვილმა და ოჯახის მეგობარმა სპეციალისტებს უნდა მიმართონ.
საქართველოში დაბრუნების თხოვნით მათ საელჩოს რამდენიმე დღის წინ მიმართეს, რის შემდეგაც პროცესში ეკონომიკის სამინისტრო ჩაერთო.

ქალაქ უხანში, ეპიდემიის ეპიცენტრში ამ დრომდე საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე რჩება. დიპლომატიური წარმომადგენლობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს შეთავაზების მიუხედავად, მათ ტერიტორიის დატოვებაზე უარი განაცხადეს.

ჩინეთში საქართველოს ელჩის განცხადებით, მათ საფრთხე არ ემუქრებათ და არც ქალაქში არსებული მდგომარეობა აშინებთ. ქვეყანაში დაბრუნებას ამ ეტაპზე არ ჩქარობს ჩინეთში მცხოვრები საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქეც.

ჩინეთში კი მდგომარეობა დღითიდღე რთულდება. იზრდება როგორც გარდაცვალების, ისე ინფიცირებულთა სტატისტიკაც.

ბოლო მონაცემებით, ვირუსით 37 000-ზე მეტი ადამიანი დაავადდა, 814 გარდაიცვალა. დღეს გახდა ცნობილი, რომ კორონავირუსმა ამერიკის და იაპონიის მოქალაქეებიც იმსხვერპლა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთში, სათხილამურო კურორტ ლე კონტამინ-მონჟუაზე, კორონავირუსით ხუთი ბრიტანელი დაავადდა, ვირუსი მათ სინგაპურიდან დაბრუნებული თანამემამულისგან გადაედოთ.

საფრანგეთის კურორტზე ინფიცირებულებთან კონტაქტის შემდეგ ბრიტანეთის კიდევ ერთ მოქალაქეს კორონავირუსის დიაგნოზი ესპანეთშიც დაუსვეს.

უკვე მეხუთე დღეა იოკოჰამას პორტში დგას საკრუიზო გემი "დაიმონდ პრინსესი". ლაინერზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 70-ს მიაღწია. ისინი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან, დანარჩენ მგზავრებს კი კარანტინის პერიოდის დასრულებამდე გემის დატოვება ეკრძალებათ.

კორონავირუსთან საბრძოლველად აშშ 100 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ განცხადება მაიკ პომპეომ გააკეთა. სახელმწიფო მდივანი აქტიურობისკენ სხვა ქვეყნის ლიდერებს მოუწოდებს. მანამდე კი, ვაშინგტონი პეკინს 18 ტონამდე სამედიცინო აღჭურვილობით მოამარაგებს.

ეს დახმარება ბრიტანელი მეცნიერების ბოლო განცხადების ფონზე საკმაოდ მნიშვნელოვანია. სპეციალისტები ვირუსის გავრცელების პიკს, სწორედ თებერვალში ვარაუდობენ. მიიჩნევენ, რომ უხანის ყოველი მეოცე მცხოვრები კორონავირუსით იქნება ინფიცირებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...