საზოგადოება
ქობულეთში ხუთსულიან ოჯახს ასახლებენ - სახლში ორი მწოლიარე ავადმყოფია
2020-02-07 15:18:04
ჩამოტვირთვა
“აჭარის ტელევიზიის” ინფორმაციით ქობულეთში ცეცხლაძეების ხუთსულიან ოჯახს ასახელებენ.
როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროში განუცხადეს, საქმე უწყებაში 2015 წელს შევიდა და მას შემდეგ მოლაპარაკების მიზნით რამდენიმე შეხვედრა გაიმართა მხარეებს შორის. ამ პერიოდში მოლაპარაკება ერთხელ შედგა, თუმცა მხარეებმა მოგვიანებით ჩაშალეს. ბიუროში აცხადებენ, რომ ახალმა მეპატრონემ სახლი აუქციონზე შეიძინა.
სახლში ორი მწოლიარე ავადმყოფი იმყოფება. ადგილზე მობილიზებულია აღსრულების ბიუროსა და პოლიციის თანამშრომლები. ოჯახის ახლობები პოლიციას მოუწოდებენ, რომ ოჯახი არ გამოასახლოს.
კომენტარები