1 8 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მიუხედავად იმისა, რომ თქვენ გარშემო ცვლილებების პერიოდია, საქმიან ურთიერთობებში ზედმეტად არ უნდა იაქტიუროთ. კეთილი საქმეების კეთება უდიდეს კმაყოფილებას განიჭებთ. გახსოვდეთ, რომ დახმარებას მეგობრების გარდა, შორეული ნათესავებიც საჭიროებენ.

კურო
კუროებს, რომლებსაც თირკმლის ქრონიკული დაავადებები აწუხებთ, შესაძლოა, დაავადება გაუმწვავდეთ. მოსალოდნელია შარდ-სასქესო სისტემის მუშაობის შესუსტება. თირკმელების მუშაობის სტიმულირებისთვის მიირთვით მეტი ვაშლი და ატამი. სვით შარდმდენი ბალახეული ჩაი.

ტყუპები
ილუზიების მსხვრევისა და იმედგაცრუების დღეა. სამომავლო გეგმებზე ფიქრისას, შესაძლოა, საკუთარი ვარაუდების გულუბრყვილობაში დარწმუნდეთ. გარემოებები თქვენს საწინააღმდეგოდ რომ არ ამუშავდეს, ყურადღებით გააანალიზეთ სიტუაცია – შესაძლოა, რაღაც ერთი დაკარგეთ, მაგრამ მეორეს აუცილებლად მოიპოვებთ.

კირჩხიბი
შესაძლოა, ამ ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი საყოველთაო განსჯის ობიექტი გახდეს. მეგობრები და კოლეგები თქვენს ქცევას კრიტიკულად აფასებენ და ცდილობენ, „ჭეშმარიტების გზაზე“ დაგაყენონ. პროვოკაციებს ნუ აჰყვებით და ეს ამბავი თქვენი ნერვების, ნებისყოფისა და არჩევანის სიმტკიცის გამოცდად ჩათვალეთ.

ლომი
ამ დღეს ზოგიერთ ლომს პარტნიორთან ურთიერთობაში სირთულეები ელის. ეცადეთ, საკუთარი ინტერესები გონივრულად დაიცვათ და ჭკვიანურად იმოქმედოთ. თუ ამას შეძლებთ, კვირას კარგი შედეგებით დაასრულებთ და მატერიალურ მდგომარეობას საგრძნობლად გაიუმჯობესებთ.

ქალწული
გარშემომყოფთა თვალში მეგობრული და კომუნიკაბელური ჩანხართ, თუმცა საკუთარ რჩეულს ბოლომდე არ ენდობით. ქალწულებისთვის პარტნიორთან თანაცხოვრებას უდიდესი დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს, ამიტომ თქვენი სიფრთხილე გამართლებულია.

სასწორი
ახალი პროექტები წარმატებასა და ფინანსურ კეთილდღეობას მოგიტანთ. ამ დროში კარგია დაგეგმვა, ყოველი ნაბიჯის კონტროლი და სიდინჯე. ვარსკვლავები გირჩევენ, პარტნიორებს ზედმეტად არ ენდოთ, შესაძლოა, მათ, გიღალატონ.

მორიელი
ეს დღე შეუფერებელია სწავლისა და სამეცნიერო მუშაობისთვის. აუცილებელი ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით მცირე სირთულე შეგექმნებათ. ამ დღეს განსაკუთრებით გულჩათხრობილი იქნებით, რაც დეპრესიული მდგომარეობით გამოიხატება. არ გამოირიცხება დაგვიანება და „საცობები“. დაბრკოლებებს უნდა ებრძოლოთ, თუმცა, არა ჯანმრთელობის ფასად.

მშვილდოსანი
თქვენი ემოციური ცხოვრებისთვის შესანიშნავი პერიოდია, თუმცა, კარიერულ და ფინანსურ სფეროში განსაკუთრებულ წარმატებებს არ უნდა ელოდოთ. შეეცადეთ, ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კრიზისულ სიტუაციაში აღმოჩნდებით.

თხის რქა
ამ დღეს მოულოდნელი ნეგატიური ცვლილებები გელოდებათ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. შესაძლოა, ღვიძლთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა შეგექმნათ. თქვენი ზამთრის მენიუ, ძირითადად, არის: ხორცი, ხაჭო, კვერცხი და ოსპი. ამ საკვების გარდა, აუცილებლად უნდა მიიღოთ ბევრი წყალი. არ დაგავიწყდეთ ასევე, ვიტამინებისა და მინერალების მიღება.

მერწყული
სამსახურებრივ საქმიანობაში წარმატება გელოდებათ, იქნება ეს ინფორმაციული, სასწავლო, შემოქმედებითი თუ ინტელექტუალური საქმე. იმისთვის, რომ მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ, არ არის აუცილებელი, თქვენს ყველა გეგმაზე ღიად და საჯაროდ ისაუბროთ. ნუ ენდობით პარტნიორებს. ვარსკვლავები მათ შეცვლას გირჩევენ.

თევზები
შესაძლოა, ამ დღეს გარკვეული თანხა მიიღოთ ან საჩუქარი მოგიძღვნან. ვარსკვლავები გირჩევენ, ნებისმიერ შემთხვევაში უარი თქვათ შემოთავაზებებზე, რადგან შესაძლოა, ამით ტკივილი მოგაყენონ და ფსიქოლოგიურ სტრესში აღმოჩნდეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები