საზოგადოება
გურიაში ორი პირი დააკავეს, ტექნიკურად გაუმართავ ავტომობილებზე ყალბი დასკვნების გაცემისთვის
2020-02-04 12:07:04
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა , უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტეის დამზადება გასაღების ფაქტზე, ავტომანქანების პირველადი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ორი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სპეციალური უფლებამოსილების განხორციელებისას, გურიის რეგიონში მდებარე სერვის - ცენტრებში, კერძო პირების საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების ჩატარების პროცესში, ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ყალბი დასკვნები გასცეს.
კომენტარები