მსოფლიო
პური ისე გაძვირდა, რომ კონკურენციის სააგენტომ წინა ზრდის მიზეზიც ვერ დაადგინა
2020-02-03 14:03:02
ქვეყანაში პურის ფასი ისე გაძვირდა, რომ კონკურენციის სააგენტომ მანამდე ფასის ზრდის შესასწავლად დაწყებული მოკვლევა ვერ დაასრულა. ბოლო ერთ წელში ფასი ხუთი პროცენტით გაიზარდა. მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
სააგენტომ ფასის ზრდის შესწავლა 2018 წლის 10 დეკემბერს მაშინდელი პრემიერის დავალებით დაიწყო. მაშინ ზრდა 5-დან 10 თეთრამდე იყო. 2019 წლის იანვრიდან 2020 წლის იანვრამდე ფასის ზრდა 5 პროცენტი იყო, რამაც მანამდე ერთ ლარად გასაყიდი პროდუქტის ფასი 5 თეთრით გაზარდა.
კომენტარები