პოლიტიკა
“ძალიან დიდ შარში გავეხვევით, თუ ზომებს არ მივიღებთ” – საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში
2020-02-03 13:29:15
"წერილები არის ბოლოს ბოლო გაფრთხილება”-ასე აფასებს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილი ელჩი თემურ იაკობაშვილი საქართველოში შექმნილ ვითარებას.
„წერილებს მოჰყვება საჯარო განხილვები და ეს მთავრდება რაღაცა ფორმის სანქციებით. ძალიან დიდ შარში გავეხვევით, თუ ზომებს არ მივიღებთ. საგარეო საქმეთა მინისტრისა და თალაკვაძის გამოგზავნას აქ აზრი არ აქვს – შეიძლება ძალიანაც კარგი ადამიანია, მაგრამ მას აქ არავინ იცნობს და ამას არ ექნება შედეგი“, – განაცხადა თემურ იაკობაშვილმა.
ცნობისთვის, ამერიკაში საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ვიზიტი იგეგმება.
კომენტარები