მსოფლიო
საქათველოში კორონა ვირუსის გამოსავლენად 4 თებევრილადნ ახალი ტესტის სისტემა იმოქმედებს
2020-02-03 12:10:44
საქათველოში კორონა ვირუსის გამოსავლენად 4 თებევრილადნ ახალი ტესტის სისტემა იმოქმედებს.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმაძღვანელის ამირან გამყელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში კორონა ვირუსის ინფექცია არ გვაქვს. ის აცხადებს რომ ამ დრომდე სპეციალისტები კორონავირუსამდე გამოროიცხვის მეთოდით მიდიოდენენ.
„ჩვენ გვაქვს ტესტ-სისტემები და ე.წ. მოლეკულური დიაგნოსტიკის საშუალებები ლუგარში დაახლეობით 22 რესპირატორულ ვირუსზე, მათ შორის ხუთ კორონავირუსზე. ანუ ადამიანებს, სადაც არის ე.წ. შესაძლო ან საეჭვო შემთხვევა, ჩვენ ამაზე ვტესტავთ. მაგრამ ის სუბტიპი, რომელიც დღეს ჩინეთში ტრიალებს, ხელმისაწვდომი ბევრი ქვეყნისთვის, მთავარი ლაბორატორებისთვის, დაახლოებით 20 იანვრიდან გახდა. ევროპაში წამყვანი რეფერალური ცენტრები არის ბერლინში და ნიდერლანდებში. ამიტომ ამ ეტაპზე ბევრ ქვეყანას აქვს რეკომენდაცია, რომ იქ გააგზავნონ [ნიმუშები ვირუსზე]. ამიტომ ჩვენც იქ გავაგზავნეთ პარასკევს, მაგრამ სამშაბათიდან [4 თებერვალი] საქართველოშიც, ანუ ლუგარის ლაბორატორიაშიც გვექნება ამის საშუალება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კომენტარები