1 8 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

2 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ხვალ არ ღირს ახალი საქმეების წამოწყება. პოტენციურად ფეთქებადი სიტუაცია ზეგამდე გაგრძელდება.
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ თქვენს დგომას. მიმოიხედეთ გარშემო – უამრავ მოდუნებულ ზურგს შეამჩნევთ. არ მოგწონთ? მაშინ სასწრაფოდ მიიღეთ ზომები, რათა თქვენც იმავე მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ.
ბიზნესი: ნუ ინერვიულებთ, მოუფრთხილდით ნერვებს – მომავალ კვირას კოლეგებთან და პარტნიორებთან ურთიერთობისას აუცილებლად გამოგადგებათ, რადგან წინ საკმაოდ დაძაბული კვირა გელით.
სიყვარული: თქვენი საუკეთესო მეგობრის რჩევები თქვენი სასიყვარულო ურთიერთობის პრობლემების გადასაჭრელად შეუცვლელი დამხმარე იქნება.

კურო
ის, რაც ხვალ დასასრულად მოგეჩვენებათ, სრულიად შესაძლებელია, უბრალოდ, ახალი ეტაპის დასაწყისი აღმოჩნდეს. წინ ახალი პერსპექტივები გელით.
ჯანმრთელობა: ვალდებული ხართ, ახალი ცხოვრება მავნე ჩვევების გარეშე დაიწყოთ. ნუ შეგეშინდებათ – აუცილებლად გამოგივათ, მთავარი თქვენი სურვილი იქნება.
ბიზნესი: გამარჯვება ახალწამოწყებულ საქმეში, რომელზეც ასეთ იმედებს ამყარებთ, არცთუ ადვილი მოსაპოვებელი იქნება. ფრთხილად! ადვილი შესაძლებელია, უსაფუძვლო ილუზიები შეიქმნათ.
სიყვარული: ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს ყურადღების მაქსიმუმი დასჭირდება, რათა თქვენს ხაფანგში არ გაებას.

ტყუპები
მიზნის მისაღწევად რისკზე წასვლა მოგიწევთ, თუმცა შედეგი ამად ღირს!
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, სპორტის რომელიმე არატრადიციული სახეობა აითვისოთ, მაგალითად, ჩინური ტანვარჯიში. ამ გზით იმ კუნთებს გაივარჯიშებთ, რომლებსაც, შესაძლოა, აქამდე ყურადღებას არც კი აქცევდით.
ბიზნესი: იმისთვის, რომ კონკურენტებს მოუგოთ, რისკზე წასვლაა საჭირო და ეს რისკი ძალიან დიდია. იფიქრეთ, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ გაჭიანურება არ ღირს.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს თქვენი დავალების შესრულება მარტოს გაუჭირდება და შესაძლოა, გარშემომყოფებს დახმარებისთვის მიმართოს. თუ არ გსურთ, უცხო ადამიანებმა თქვენი პრობლემების შესახებ გაიგონ, ჯობია, ახლავე გააფრთხილოთ პარტნიორი.

კირჩხიბი
თუ თავს გარემოებათა მსხვერპლად მიიჩნევთ, მოძებნეთ ადამიანი სახის მჟავე გამომეტყველებით და დაფიქრდით – გსურთ მასავით გამოიყურებოდეთ? მგონი, არ ღირს თავის დიდხანს შეცოდება!
ჯანმრთელობა: არ არის გამორიცხული, ხვალ თავისა და კუნთების ტკივილმა შეგაწუხოთ. პრობლემების თავიდან ასარიდებლად, გირჩევთ, სწორად დაგეგმოთ დღის აქტივობები.
ბიზნესი: ვარსკვლავები არ გირჩევენ ხვალ იმაზე ფიქრს, რა პოზიციაზე, როდის, ვისთვის და ვისთან ერთად გიწევთ მუშაობა, ამან შესაძლოა, განწყობა საგრძნობლად გაგიფუჭოთ.
სიყვარული: კარგი იქნება, თუ დასვენების დღეს ოჯახთან ერთად გაატარებთ. საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა მთელი კვირის სამყოფი ენერგიით აგავსებთ.

ლომი
კარგი იქნება, თუ დღეს ხმაურისგან მოშორებით, სიმყუდროვეში გაატარებთ და დაფიქრებით ყველა წვრილმან პრობლემაზე, რომელიც აქამდე გადაუჭრელი დაგრჩათ.
ჯანმრთელობა: ნუ მოდუნდებით. თქვენი ორგანიზმისთვის კარგი იქნება, თუ მთელ დღეს ტონუსში მყოფი გაატარებთ.
ბიზნესი: ხვალ თქვენი წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად კარგად ახერხებთ ადამიანებთან მოლაპარაკებასა და შეთანხმებას რიგ საკითხებზე.
სიყვარული: მთელი დღის განმავლობაში ფიქრები ოჯახზე თქვენთვის დომინანტური იქნება, თუმცა სანერვიულო ნამდვილად არაფერი გექნებათ.

ქალწული
ხვალ თქვენ გარშემო ყველაფერი ბურუსით მოცული იქნება. არ ღირს გარისკვა. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
ჯანმრთელობა: ხვალინდელი დღე თქვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის შესანიშნავი შანსია, მთავარია – არ მისცეთ სირთულეებს თქვენი დათრგუნვის უფლება. გქონდეთ იმედი, რომ მალე ყველაფერი თავისით დალაგდება.
ბიზნესი: წარმატებისთვის თქვენი კოლეგების სრული მხარდაჭერა დაგჭირდებათ. ეცადეთ, თქვენს იდეებს სწორი მიმართულება მისცეთ და შედეგი ყველაზე თამამ მოლოდინსაც კი გადააჭარბებს.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანის სიტყვები ზედმეტად შეგაშინებთ. არ არის გამორიცხული, შიშის მიზეზიც გქონდეთ, თუმცა მეტად მოსალოდნელია, ყველაფერი თქვენი ფანტაზიის ნაყოფი იყოს.

სასწორი
ხვალინდელი დღე თქვენი მოთმინებისთვის დიდი და მოსაწყენი გამოცდა იქნება. თუმცა თუ მოითმენთ და არ გაექცევით მათ, აუცილებლად დაჯილდოვდებით.
ჯანმრთელობა: თუ სპორტულ დარბაზში სიარულს ვერ ახერხებთ, თქვით უარი ლიფტზე და იარეთ კიბით. ეს შესანიშნავი ვარჯიში იქნება თქვენი ორგანიზმისთვის.
ბიზნესი: შესანიშნავი შანსი გექნებათ, ურთიერთობა მოაწესრიგოთ ადამიანთან, ვისთანაც დიდი ხნის განმავლობაში უთანხმოება გქონდათ. რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, შერიგების შესაძლებლობას ის აუცილებელი საქმე მოგცემთ, რომელიც ერთად უნდა გააკეთოთ. საქმეზე მუშაობა კი ხანგრძლივი და შრომატევადი იქნება.
სიყვარული: თუ გსურთ, უფრო მეტად შეგიყვარონ, კარგი იქნება, თუ თქვენს გარეგნობას მეტ ყურადღებას დაუთმობთ. თუ სალონში შევლას ხვალ ვერ მოახერხებთ, ცხელი, არომატული აბაზანითა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო წვენითაც ადვილად „გამოძვრებით“.

მორიელი
ნუ ენდობით პირველ შთაბეჭდილებას. მართალია, ის ყველაზე ნათელია, მაგრამ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ მოტყუვდებით. დარწმუნდით!
ჯანმრთელობა: თავის ტკივილი თუ შეგაწუხებთ, ეცადეთ, ტკივილს სუფთა ჰაერზე სეირნობით გაუმკლავდეთ. არ არის საჭირო, ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს მაშინვე მიმართოთ.
ბიზნესი: ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალ სამუშაოს დიდ დროს ნუ დაუთმობთ. იმ შემთხვევაშიც კი, როცა საქმე არ იცდის, ჯანმრთელობა და სულიერი სიმშვიდე ყველაზე ძვირფასია. ხომ გახსოვთ – ჯამრთელობას ფულით ვერ იყიდით!
სიყვარული: ეცადეთ, გამოიცნოთ, რა რეაქციას ელის თქვენგან თქვენი საყვარელი ადამიანი და ასიამოვნოთ ის.

მშვილდოსანი
ვინც არ რისკავს, ის შამპანურსაც არ სვამს. მაგრამ ბევრი ალკოჰოლი რომ მავნებელია, ნურც მაგას დაივიწყებთ.
ჯანმრთელობა: რთულმა ცხოვრებისეულმა პრობლემებმა შესაძლოა, მძიმე დარტყმა მოგაყენოთ. თუ გსურთ, რომ არ მისცეთ სტრესს უფლება, გავლენა იქონიოს თქვენს ჯანმრთელობაზე, რელაქსაციის ტექნიკას უნდა დაეუფლოთ.
ბიზნესი: როგორ ძალიანაც არ უნდა გიყვარდეთ უფროსობა, იყავით მეგობრული თქვენი დროებითი ქვეშევრდომების მიმართ. ეს ჩიხიდან გამოსვლაში აუცილებლად დაგეხმარებათ.
სიყვარული: თუ თქვენს ურთიერთობაში რაიმე არ გსიამოვნებთ, ნუ მოგერიდებათ ამაზე თქვენს პარტნიორთან გულახდილად საუბარი. მხოლოდ ასე შეძლებთ სრული ჰარმონიის მიღწევას.

თხის რქა
ხვალ მოგიწევთ, სწრაფად იფიქროთ. დრო არ ითმენს. თქვენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ.
ჯანმრთელობა: თუ ხვალ გააცნობიერებთ, რომ ზუსტად მიხვდით, რა გაწუხებთ და როგორ გამოასწოროთ ეს პრობლემები, ჩაიწერეთ მოქმედების გეგმა ფურცელზე და დაიცადეთ ზეგამდე. სავარაუდოდ, ზეგ თქვენი მიგნება სრულიად არასწორად მოგეჩვენებათ.
ბიზნესი: დროა, ისწავლოთ ტიპური ოპერაციებისთვის საჭირო დროის შემცირება. შესაძლოა, ამისთვის რამდენიმე ახალი კომპიუტერული პროგრამის შესწავლა მოგიწიოთ, სამაგიეროდ, მომავალში დროს მოიგებთ.
სიყვარული: გახსოვდეთ – შიში არაკონსტრუირებული გრძნობაა და სჯობს, მისგან რაც შეიძლება მალე განთავისუფლდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ურთიერთობის შენარჩუნება გაგიჭირდებათ.

მერწყული
ხვალ სხვა ადამიანის ცხოვრებაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა გექნებათ. გამოიყენეთ ეს შანსი ბრძნულად.
ჯანმრთელობა: აუცილებელია, მოდუნება ისწავლოთ და ამაში არომათერაპიები დაგეხმარებათ.
ბიზნესი: ნუ იქნებით დამოკიდებული გარშემომყოფთა აზრზე, დააფასეთ თქვენი თავი ისეთი, როგორიც ხართ, მით უმეტეს, რომ აშკარად გაქვთ მიზეზი, იამაყოთ საკუთარი შესაძლებლობებით.
სიყვარული: აკონტროლეთ თქვენი თითოეული ნაბიჯი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას თქვენი საყვარელი ადამიანი გააკეთებს, რაც ნამდვილად არ მოგეწონებათ.

თევზები
ხვალ თქვენს ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას შემთხვევითობები მოახდენს. არ ღირს დროის დაკარგვა დაგეგმილ ღონისძიებებზე.
ჯანმრთელობა: ამ დღეს მასაჟი თქვენთვის განსაკუთრებით სასარგებლო იქნება. განსაკუთრებით მაშინ, თუ მას თქვენი საყვარელი ადამიანი გაგიკეთებთ.
ბიზნესი: მოაგვარეთ საქმეები დღის განმავლობაში. ნუ დატვირთავთ ღამეს საქმეებით. დასვენება აუცილებელია!
სიყვარული: კარგი განწყობისა და ნოსტალგიის ფონზე თუ მეგობრები შეკრებას გადაწყვეტთ, შესაძლოა, საინტერესო ადამიანები გაიცნოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...